Microsoft-ის გამოყენებითი პროგამის Excel 2010-ის ახალი და გაუმჯობესებული საშუალებები მასალა აღებულია საიტიდან www.office.com . ამ სტატიაში აღწერილია Microsoft-ის გამოყენებითი პროგამის Excel 2010-ის ახალი და გაუმჯობესებული საშუალებები. სტატია ნაწილ-ნაწილ მოგეწოდებათ. ამ ნაწილში გაეცნობით:
- მინიგრაფიკები(Sparkline).
მონაცემების სიის სწრაფი და
ეფექტური შედარება
პატარა დიაგრამები ან მინიგრაფიკები
(Sparkline),
რომლებიც ერთ უჯრაში თავსდება, ვიზუალურად გადმოსცემენ ტრენდებს და თავსდება უშუალოდ
მონაცემების გვერდით. ქვემოთ მაგალითზე მოცემულია მოსამსახურეების ხელფასის ტრენდი
თვეების ჭრილში:
დიაგრამის ფონად შეგიძლიათ გამოიყენოთ
ტექსტი, მაგალითად, ხელფასი წლის დასაწყისიდან.
დიზაინის გამოყენების დიდი სპექტრია: შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩაშენებული ფორმატებით,
სხვადასხვა ფერის მარკერებით მნიშვნელობების აღსანიშნავად. დიაგრამების მონიშვნისას
ჩნდება ჩანართი Design, რომელიც ემსახურება დიაგრამების გაფორმებას. შესაძლებელია მათი გამობეჭდვაც.
მათი შექმნა მარტივია: მონიშნეთ უჯრა
ან უჯრები, რომელშიც გინდათ მიიღოთ მინიდიაგრამა (ცხრილზე სვეტის „ხელფასის ტრენდი“ ცარიელი უჯრები) და გამოძახეთ ბრძანება
Insert-Sparkline,
აირჩიეთ ტიპი - გრაფიკი, ჰისტოგრამა,
მოგება/წაგება:
ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ უჯრები მონაცემებით და ადგილი, სადაც ათავსებთ გრაფიკებს:
ბრძანების შესრულების შემდეგ ვიღებთ ცხრილს მინიგრაფიკებით, ეკრანზე კი ჩნდება ჩანართი Design, რომელიც დაგეხმარებათ მის გაფორმებაში: ტიპის შეცვლაში, დაფორმატებაში, გრაფიკზე წერტილების გამოტანაში, ვერტიკალური ღერძის ფორმატის დადგენაში და სხვა.
|